რუსთავში იუსტიციის სახლში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც დროებითი ფილიალი ამოქმედდა

იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოების პერიოდში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი დაიხურება.

რუსთავში იუსტიციის სახლში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც დროებითი ფილიალი ამოქმედდა

სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მომხმარებლისთვის, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი დავით აღმაშენებლის გამზირზე, №89-ში ამოქმედდა. („რუსთავი მოლის“ შენობა).

უწყების ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდება მომსახურების სივრცე, სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, შეიცვლება სივრცის დაგეგმარება, გაფართოვდება მომსახურების დარბაზი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.