რუსთავის N18 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეში აგრძელებს
ახლადრეაბილიტირებულ მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 1080 მოსწავლე სწავლობს და 101 ადამიანია დასაქმებული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავსა და ფასადს, საკლასო ოთახებს, სველ წერტილებს, დერეფნებს, კიბის უჯრედების, ადმინისტრაციულ ნაწილს, ფოიეს, სააქტო და სპორტული დარბაზებს; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. მოწყობილია რეკრეაციული გამწვანებული სივრცეები.
რუსთავის N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. პროექტის ღირებულება 1 919 860 ლარს შეადგენს. ამასთან, სააგენტოს მიერ ჯამში – 100 000 ლარამდე ღირებულების სასკოლო ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი დამატებით იქნა შეძენილი.