რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსი “რუსთავი მოლი და აპარტჰოტელი”, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ დოლარია, 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნება
ინფორმაცია მედიაში ინვესტორი კომპანია „ნიუ მოლის“ თანადამფუძნებელმა გუგა ცანავამ გაავრცელა.
„სტანდარტული შოპინგ მოლი, თბილისის მოლებისგან შედარებით უფრო პატარა იქნება. მშენებლობა დასრულებულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრენდებთან და 70%-თან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მთავარი კომპონენტი, რაც ამ შოპინგ მოლს რეგიონში მოქმედი შოპინგმოლებისგან განასხვავებს ის არის, რომ აქ გაიხსნება კინო. ჩვენ შევთანხმდით Cavea-სთან… იქნება ბოულინგიც… ისეთ დეტალებს შევიტანთ, რაც რუსთავისთვის სიახლე იქნება“, – აღნიშნა გუგა ცანავამ.
აღსანიშნია, რომ “რუსთავის მოლის” გახსნა 2023 წლისთვის იგეგმებოდა. მრავალფუნქციური კომპლექსი აპარტჰოტელსაც და სავაჭრო ცენტრს გააერთიანებს. გუგა ცანავა #წერტილში აღნიშნავს, რომ რუსთავი მოლი რეგიონების მოლებისგან განსხვავებული იქნება და გახსნის შემდეგ იქ ბოულინგ ცენტრი და Cavea-ს კინოთეატრი ამოქმედდება.