როდის დაიწყება რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაცია – მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში მთავარი გამზირი უნდა გადაიკეტოს

ჩაიკეტება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით დედაქალაქის მთავარი გამზირი - კითხვა, რომელიც მედიაში აქტუალურია. სოციალურ ქსელში საზოგადოების მიერ საკითხი აქტიურად განიხილება, რადგან 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერმა დაანონსა. როგორც kalaki.ge-მ თბილისის განვითარების ფონდთან გაარკვია ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირის ფასადების პროექტირება მიმდინარეობს. ხოლო პროექტირების დასრულების შემდეგ წარედგინება მთავრობას, რომელმა უნდა დაამდტკიცოს ბიუჯეტი.

როდის დაიწყება რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაცია – მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში მთავარი გამზირი უნდა გადაიკეტოს

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერის ინფორმაციით პროექტის პირველი ეტაპი შენობების ფასადის მოწესრიგებას ითვალისწინებს, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი მეორე ეტაპად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაციისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვურული.