როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და რამდენხანს გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის ცენტრში
თბილისის მთავარი გამზირის რუსთაველის რეაბილიტაცია, მომავალი წლიდან დაიწყება და ორ წელს გასტანს.
ინფორმაცია კახა კალაძემ გაავრცელა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
“„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები განხორციელდეს- არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება“,-განაცხადა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე გაირკვა, რომ მეორე ეტაპი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.