რუსთაველის მეტროში წყალმა გაჟონა

მეტროსადგურ რუსთაველის ბაქანზე სახანძრო მილიდან წყალმა გაჟონა, სადგურის მუშაობას პრობლემა არ შექმნია.

რუსთაველის მეტროში წყალმა გაჟონა

kalaki.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ სახანძრო ონკანის დაზიანებული ნაწილი უკვე შეცვალეს. შემთხვევის ამსახველ კადრებს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “რუსთაველის” რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდა.