რუსთაველის მეტროს ყველაზე გრძელი ექსკალატორის ავლასა და ჩავლას მალე მუსიკის თანხლებით შეძლებთ

მუსიკა ექსკალატორზე მდგარი ადამიანისთვის-ურბანულ არქიტექტურულ გარემოში შეჭრილი ხმოვანი ხელოვნება. ასე აღწერს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი ლიკა ჭკუასელი ფონდის მიერ წამოწყებულ ბევრისთვის უცნაურ პროექტს.

რუსთაველის მეტროს ყველაზე გრძელი ექსკალატორის ავლასა და ჩავლას მალე მუსიკის თანხლებით შეძლებთ

როგორც ჭკუასელი განმარტავს, ფონდის იდეა თანამედროვე ხელოვნების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო სივრცეებში ხელოვნების განთავსებით გაკეთდეს.

“„რუსთაველის მეტროსადგურში ყველაზე გრძელი ესკალატორია, სადაც 2 წუთი და 10 წამი გიწევს დგომა. ჩვენმა ფონდმა კონკურსი გამოაცხადა Sound Art-ზე, ანუ მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე და 3 გამარჯვებული გამოვავლინეთ. ესენი არიან: ნინო დავაძე, თორნიკე მარგველაშვილი და ნიკა ჯაფარიძე. გამოწვევა გვქონდა ასეთი, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა და ამ ურბანულ არქიტექტურულ გარემოში შეჭრილიყო ხმოვანი ხელოვნება. იმისთვის, რომ გაგვეჟღერებინა მუსიკა, მნიშვნელოვანი იყო, სად მოთავსდებოდა დინამიკი, ამაზე ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა იმუშავა და ძალიან საინტერესო კონსტრუქცია შექმნა. სანათი-დინამიკი ანათებს, ხმა აქვს და ძალიან ჰგავს იმ სანათებს, რომელიც იქ ძველად იყო და ახლა აღარ არის. თან 3 კომპოზიცია ჟღერს. მგონია რომ საინტერესო და სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვინც მეტროთი გადაადგილდება“, – განაცხადა ლიკა ჭკუასელმა.

საინტერესოა, როგორ შეხვდება თბილისის მოსახლეობა ექსკალატორზე დგომისას მუსიკის მოსმენას ან ეს მუსიკა დააკმაყოფილებს თუ არა თბილისელების გემოვნებას?