ირაკლი ბენდელიანი- 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის საკითხი თბილისელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, როდის დაიწყება დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამუშაოები და რამდენ ხანს გასტანს ის? მას შემდეგ, რაც მერმა მისი რეაბილიტაცია დაანონსა სხვადასხვა ვერსიებმა გაიჟღერა, თუმცა დღეს მერის მოადგილემ აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს რუსთაველის გამზირის გზის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის. შეცვლის თუ არა ეს საკითხი საცობების პრობლემას ძნელი სათქმელია.

ირაკლი ბენდელიანი- 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის

“ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს. ტენდერი უახლოეს პირობებში გამოცხადდება უკვე პროექტირებაზე. რამდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი. რამდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით, მეორე კვარტალში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა რუსთაველის რეაბიიტაციის საკითხი დეკემბერში დაანონსა.