რუსთაველი-მთაწმინდის 50-მილიონიანი საბაგირო და რა ეტაპზეა დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი

34 წლის შემდეგ საბაგირო დიდ ისტორიას იბრუნებს და კვლავ შეძლებს რუსთაველი-მთაწმიდა ერთმანეთთან დააკავშიროს. მასშტაბური პროექტი დასასრულს უახლოვდება. საბაგიროს გახსნა 2024 წლის აგვისტოს ბოლოს იგეგმება.

რუსთაველი-მთაწმინდის 50-მილიონიანი საბაგირო და რა ეტაპზეა დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს პროექტის ღირებულება დედაქალაქის მერიას 50-მილიონი დაუჯდა. ახალი საბაგირო გზის სიგრძე 845 მეტრი იქნება და მასზე 21 გონდოლა იმოძრავებს. საბაგიროს საათში 1,200 ადამიანის გადაყვანა შეეძლება და მის შედეგად მთაწმინდის პარკის და ფუნიკულიორის ტურისტული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები. თბილისის მერიაში BMG-ის განუცხადეს, რომ ქვედა სადგურის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას კომპანია დაგი ახდენს, მთლიანად საბაგიროს პროექტს კი საერთაშორისო Doppelmayr-ი აშენებს.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო 1959-1990 წლებში ფუნქციონირებდა, შესაბამისად 34 წელია რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს საბაგირო გზა აღარ აკავშირებს.