როგორი იქნება ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული ბათუმში და შეუშლის თუ არა ხელს საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლას
ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა. თუმცა უკვე მიმდინარე პროექტის პარალელურად არსებული გეგმა წინააღმდეგობაში მოდის შპს „ტერმინალ 1“-თან, კომპანია დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას მიზეზად ასახელებს კუნძულის საპროექტო ტერიტორიას, რომელიც შპს-ს განმარტებით, ფარავს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1″; ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.
როგორ დასრულდება დავა „ტერმინალი 1″-სა და შესაბამის უწყებებს შორის ჯერ არავინ იცის თუმცა, ფაქტია მასტაბურ პროექტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს.