როგორი იქნება ახალი მეტროს ვაგონები და რა ბედი ელის ძველს – თანამედროვე ვაგონები ეტაპობრივად ჩანაცვლდება თილისსის მეტროში

დედაქალაქის მეტროში ძველი ვაგონები ახლით ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან კი გარკვეული მათგანი ექპლუატაციიდან ამოდის და მათი მოხმარება აღარ შეიძლება. ჩანაცვლება 7 წლის განმავლობაში მოხდება და საბოლოოდ სრულად განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

როგორი იქნება ახალი მეტროს ვაგონები და რა ბედი ელის ძველს – თანამედროვე ვაგონები ეტაპობრივად ჩანაცვლდება თილისსის მეტროში

„მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონები ამოდის ექსპლუატაციიდან და მისი მოხმარება არ შეიძლება. შესაბამისად დავაანონსეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.

შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად მოწოდებული იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი),“- აღნიშნა კალაძემ.

ახალი მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით, ანუ ვაგონებს შორის აღარ იქნება გადატიხრები და ე.წ. გარმოშკით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 5-ვაგონიანი მატარებლები, მხოლოდ პირველ – „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.