ზაფხულის სეზონი ყველაზე დატვირტულ პერიოდს უახლოვდება და საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის რეისებს ამატებს
ყველაზე ცხელი, ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაშია და შესაბამისად ასეთ დროს მატარებელი ყველაზე კომფორტულ ტრანსპორტად ითვლება, ბილეთების შეძენაც რთულია და ამიტომ რკინიგზა რეისებს ამატებს.
“საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.” ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.