რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს

“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცლილება ამოქმედდება, რომელიც რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევას ეხება, ცლილების მიხედვით სამართალდარღვევა იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას გამოიწვევს.

რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს

ფულადი ჯარიმა იურიდიულ პირს 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით დაწესდება.

დოკუმენტის მიხედვით, ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო იქნება.

ამასთან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტიდან, რომლის მიღებასაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.

რაც შეეხება მგზავრთა კონკრეტულ უფლებებს, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი.
პროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა, ფულადი სანქციები კი 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.