რა ბედი ელის ე.წ. რიყის დოქებს?
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის ე.წ. რიყის დოქების სივრცის მოსაწყობად პროექტირება მიმდინარეობს.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი, მესაკუთრე უცხოური კომპანიაა და პროექტირებასაც უცხოელი სპეციალისტები ახორციელებენ.
საგულისხმოა, რომ ე.წ. რიყის დოქების შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების ამოქმედებაა დაგეგმილი. ე.წ.რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთი-ერთი აუქციონერი დავით ხიდაშელის კომპანიაა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.