საბაგირო, რომელიც რიყესა და ნარიყალას ერთმანეთთან აკავშირებს ახალ განრიგს აქვეყნებს

ზამთრის მოახლოებასთან ერთად საბაგირო, რომელიც ძველი თბილისის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს დროებს ცვლის.

საბაგირო, რომელიც რიყესა და ნარიყალას ერთმანეთთან აკავშირებს ახალ განრიგს აქვეყნებს

“საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა. რაც შეეხება, კუს ტბისა და ბაგები-მაღლივის დამაკავშირებელ საბაგირო გზებს, ისინი მგზავრებს არსებული განრიგებით მოემსახურებიან.” – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

ნარიყალასა და ძველი თბილისის გასაოცარი ხედები საბაგიროდან კიდევ უფრო სხვა ხიბს ჰქმნის, ამიტომ თბილისელებსა და სტუმრებს ერთნაირად უყვართ ექსტრემალური ტრანსპორტით მგზავრობა.

შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზა 2012 წლს გაკეთდა. მისი სიგრძე 500 მეტრია და მასზე მოძრაობს 7 გონდოლა. საბაგირო გზა სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის.