ორად გაყოფილი ქვეყნის მთავარი მაგისტრალი – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ყველაზე დიდი გვირაბით გადაადგილება მსუბუქ ავტომობილებს დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე შეეძლებათ. სატვირთოებისთვის კი მოძრაობა საღამოს 9 საათიდან დილის ექვს საათამდე იქნება შესაძლებელი.
როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ ქვათაცვენის შემდეგ, უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და დამცავი კედელი დამონტაჟდა.
რიკოთის უღელტეხილზე, კლდოვანი მასა ჩამოინგრა, რის გამოც საგზაო მოძრაობა გარკვეული პერიოდი შეჩერდა და გადაადგილება მხოლოდ გომი-საჩხერის მონაკვეთით იყო შესაძლებელი.