რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
დილიდან ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, კლინიკის ნგრევასთან დაკავშირებით აპროტესტებდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები, ხელისუფლებასთან შეხვედრასა და ახსნა-განმარტებას ითხოვენ, რათა მიიღონ პასუხი თუ რა გეგმები აქვთ 1000-მდე ადამიანის მიმართ, რომლებსაც საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. აღნიშნულ საკითხზე ზურაბ აზარაშვილმა გასურ კვირას ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა. მინისტრის განმარტებით,გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, “მისი დანგრევა და თავიდან აშენება კი ფინანსურად უფრო მომგებიანია” განმარტა აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა კლინიკის მედპერსონალმა, სადაც ნათქვამია, რომ აზარაშვილის ეს განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო. განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა ნინო ადამაშვილმა მედიასთან საუბრისას. რესპუბლიკურის ექიმის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროში დეტალებს კლინიკის დანგრევისა და აშენების თაობაზე არ ახმაურებენ. მედიკოსის განმარტებით საავადმყოფოში უკვე დაიკეტა პედიატრიისა და კოვიდის განყოფილება.