რესპუბლიკური საავადმყოფო 350 ვაკანსიას აცხადდბს, რა ეტაპზეა ახალი შენობის მშენებლობის გეგმა

მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ძველი შენობის დემონტაჟის განკარგულება გაუქმდა. გადაწყდა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა მანამდე კი ახალი შენობის მშენებლობა დაიწყებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო 350 ვაკანსიას აცხადდბს, რა ეტაპზეა ახალი შენობის მშენებლობის გეგმა

Kalaki.ge დაინტერესდა, როგორია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება და რატომ გამოცხადდა 350 თანამშრომელზე ვაკანსია, მედიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ სწორედ ამდენიმე თანამშრომელმა დატოვა კლინიკა, ამიტომ ინფოტმაცია რესპუბლილური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელთან გადავამოწმეთ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს და საავადმყოფო ფუნქციონირებას აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყებს.

“რაც შეეხება გამოცხადებულ ვაკანსიებს, კლინიკის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტროს წინადადება 350-მა თანამშრომელმა დატოვა და კომპენსაცია აიღო, თუმცა ესენი არიან ადმინისტრაციის წარმომდგენლები, ექთნები და სანიტრები და არა ექიმები, შესაბამისად აღნიშნულ პოზიციაზე გვაქვს ვაკანსიები გამოცხადებული.”- განაცხადა ნინო ოთარაშვილმა

Kalaki.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროში სცადა, უწყებაში დაგვიდასრურეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის გეგმაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ძველ შენობაზეა საუბარი თუ ახალზე არ დაგვიკონკრეტეს.