ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, პრემიერსა და ექიმებს შორის შეთანხმებით დასრულდა

პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილი ექიმები და შეთანხმება, რომელიც ორივე მხარესთვის მისაღებია. ასეთია შეჯამება იმ ბრძოლისა, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კლინიკისა და საკუთარი სამსახურების შესანარჩუნებლად აწარმოებდნენ. შეხვედრა ექიმებსა და პრემიერ შორის რამდენჯერმე შედგა.

ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, პრემიერსა და ექიმებს შორის შეთანხმებით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება. მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში შენობის უკანა ტერიტორიაზე აუცილებლად აშენდება ახალი საავადმყოფო, მანამდე კი კლინიკა ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

პრემიერის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან მედიკოსები მათ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეთანხმება მათთვის სასარგებლოდ შედგა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, მას შემდეგ მედიკოსებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან შეთავაზებები სხვადასხვა კლინიკებში მიიღეს, რასაც არ თანხმდებოდნენ.