რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შიმშილს აპირებენ-მედიკოსების პროტესტი გრძელდება

ბრძოლა ისტორიული საავადმყოფოს შენარჩუნებისთვის გრძელდება-ასეთია იმ ექიმების განცხადება, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დატოვებას არ აპირებენ და არც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ, კომპენსაციებს არ თანხმდებიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შიმშილს აპირებენ-მედიკოსების პროტესტი გრძელდება

ამჯერად მედიკოსები აპირებენ პროტესტის უმაღლეს ზომას მიმართონ.რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა განაცხადა.

ექიმის განმარტებით, არცერთი ექიმი კომპენსაციის მიღებაზე თანახმა არ არის და იმ შემთხვევაში, თუ მათ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ შეხვდება, ამასთან, მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს საჭიროა შენობის რეკონსტრუქცია რაც ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. რასაც სამედიცინო პერსონალი არ ეთანხმება, ექიმებს არც კომპენსაციები და არც სხვა კლინიკაში დასაქმება არ სურთ.