რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება – ვინ და რატომ არ პასუხობს მედპერსონალის მოთხოვნებს
მას შემდეგ რაც ისტორიული შენობის რესპუბლიკური საავატმყოფოს, დემონაჟის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მედიკოსების პროტესტი არ წყდება, ვინაიდან მათი განმარტებით ამ დრომდე მთავარი კითხვა ბუნდოვანია, რა ბედი ელით 1000-მდე თანამშრომელს? მედიკოსები კითხვაზე პასუხს, მასშემდგეითხოვენ რაც კლინიკის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუმ ერთ-ერთ მედიასთან განმარტა,რომ კლინიკის თანამშრომლებისათვის უკვე არსებული შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც მათ საავადმყოფოს წინა ხელმძღვანელმა 2023 წლის იანვარში გააცნოთ, სრულიად მისაღებია.„პრობლემები დაიწყო 17 თებერვალს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, უნდა მოხდეს ძველი შენობის დანგრევა და ახლის აშენება, ეს იყო ჩვენთვის პირველი განგაში.ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, იანვარში, გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა არსებული შენობის რეაბილიტაციის უკვე დასრულებული პროექტი, რომელშიც სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.
ეს პროექტი წელიწად-ნახევარი მზადდებოდა და ითვალისწინებდა კლინიკის სამუშაოს უწყვეტობას და გაფართოებას. თანამშრომლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დღე-დღეზე ველოდებოდით, წინა ხელმძღვანელმა ჩაატარა კიდეც ამ გეგმის პრეზენტაცია და ყველანი კმაყოფილები ვიყავით. საუბარია 800 საწოლზე გათვლილ, ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაზე. და ამის ფონზე ერთ თვეში გვესმის, რომ შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დანგრევა გადაწყდა“, – აღნიშნავს გიორგი დუნდუა.როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი განმარტავს, მედპერსონალმა კლინიკის არსებულ ხელმძღვანელს არაერთხელ სთხოვა განმარტება საკითხზე, თუ რატომ გაუქმდა რეაბილიტაციის პროექტი და რა ბედი ეწეოდათ კლინიკის თანამშრომლებს, რაზეც, გიორგი დუნდუას თქმით, მათი პასუხი მუდმივად ბუნდოვანი იყო.
მედიკოსის განცხადებით, კლინიკის თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს ორი მოთხოვნით მიმართავენ:„პირველი მოთხოვნაა, რომ უკვე არსებული პროექტით მოხდეს შენობის რეაბილიტაცია. ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი. რაც მთავარია, ნებისმიერი სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, შენარჩუნდეს აღნიშნული შემადგენლობა და კლინიკის მუშაობის უწყვეტობა და მეორე: ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ არსებულ დირექტორს, რომელმაც ძალიან დამაზიანებლად იმოქმედა კლინიკისა და მისი თანამშრომლების მიმართ, და მისი შეცვლა გვინდა. თუ შეგვხვდება მინისტრი, აუცილებლად მივაწოდებთ ამასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას. დიალოგისთვის ვართ მოწოდებული“, – აცხადებს გიორგი დუნდუა. საგულისხმოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდება, თუმცა თანამშრომლები სამსახურსაც და ხელფასსაც შეინარჩუნებენ.