საქართველოში იტალიური ბრენდი Replay-ის პირველი მაღაზია აგვისტოში გაიხსნება
კომპანიის განმარტებით კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
Replay-ს პირველი მაღაზიის გახსნა „სითი მოლში“ იგეგმება, მომდევნო წლიდან კი ამ ბრენდის მაღაზია ბათუმშიც გაიხსნება.