საკმარისია ამ ადგილს ზემოდან გადმოხედო, რომ თავი დედაქალაქიდან მოშორებით გეგონოს. ის სიმწვანეშია ჩაკარგული, წყლის ზედაპირი კი ამ სიმწვანეს, ყველაზე კარგად ირეკლავს. ეს არის სივრცე, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები თითქმის ყოველ დღე ადიან და ხელოვნური ტბით, ტყის საფარით, ბულბულების ჭალით, ველო და საფეხმავლო ტრასებით, მუნიციპალური სავარჯიშო სივრცით, ფრენბურთის მოედნებით, სეზონური სცენით, სასეირნო ბილიკითა და სხვადასხვა კაფე-ბარებით ტკბებიან.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

ეს კუს ტბაა იგივე ქორქის ტბა, რომელიც თბილისში, ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე და ზღვის დონიდან 686,7 მ სიმაღლეზე მდებარეობს. თუ კი რომელიმე ქართველს შეეკითხებით, სად შეიძლება დატკბეთ სუფთა ჰაერითა და სეირნობით, მოემზადეთ თქვენი მომდევნო მოგზაურობისათვის კუს ტბაზე.

კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რეკრეაციული სივრცე და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონი იწყება. პლაჟთან და ღია საზაფხულო კაფე-ბარებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

კუს ტბაზე ასევე წარმოდგენილია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომლის სიგრძეც 1200 მეტრს შეადგენს, დაშვების დრო კი 2 წუთია.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

კუს ტბის ტერიტორიაზეა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. აღნიშნული მუზეუმი 1966 წელს დაარსდა. იგი კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი კი ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

თუმცა, სულ ცოტამ თუ იცის კუს ტბის ისტორია და ის თუ რას ემსახურებოდა ეს ადგილი წლების განმავლობაში…

ცნობილია, რომ კუს ტბა პირველად გეოგრაფებმა აღმოაჩინეს. ის ბუნებრივად მიწისქვეშა შენაკადებმა წარმოშვა. ამ ადგილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქვს თავისი კვება ანუ მუდმივი გრუნტის წყლები, რაც საშუალებას იძლევა, რომ მისი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყოს კარგი. უფრო მოგვიანებით მისი კვება შეივსო და მცირე მდინარეებისაგან გვირაბი გაკეთდა, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, რომ ეს წყალი იყოს სუფთა და ჯანმრთელი.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

საბაგირო გზა, რომელიც კუს ტბის მიდამოებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა, XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს გაიხსნა კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა, რომელზეც ორი გონდოლა გაეშვა. ამ ტრანსპორტით, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა, 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლა კი 12-მდე ადამიანს იტევს. საბაგიროს გახსნის შემდეგ ადამიანებმა ტბა თითქმის თავიდან აღმოაჩინდეს.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

ჯერ კიდევ 49 წლის რუქებზე და კიდევ უფრო ადრინდელზეც კუს ტბა უკვე დატანილი იყო, როგორც ჰიდროლოგიური ობიექტი, სადაც ძალიან ბევრი კუ იყო. ტბის სახლეწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

ამ სივრცემ მოსახლეობას საშუალება მისცა აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაენერგა. ტბის გარშემო სირბილიც სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს. ეს ადგილი ხშირად მასპინძლობდა სპორტულ შეჯიბრებებს, განსაკუთრებით მოსწონდათ ნაოსნობა. ამ სივრცეში, რომ ნაოსნობა აქტუალური იყო, ეს კუს ტბას დღესაც ეტყობა. გასული საუკუნის მსგავსად ტბაზე ბევრ ნავსა და წყლის ველოსიპედს აღმოაჩენთ.

რეკრეაციულ სივრცეში ჩაკარგულ კუს ტბაზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდებით. აქ ამოსულებს, ყველას განსხვავებული მიზეზი აქვს, თუმცა მიზანი ერთნაირი აქვთ – თავი დააღწიონ დედაქალაქის ხმაურსა და საკუთარ თავს, განტვირთვის საშუალება მისცენ. კუს ტბაზე შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც რეკრეაციულ სივრცეში სიარული წლებია ტრადიციად აქვთ ქცეული. გარემო კი ისეთია, რომ აქ თითქოს ყველა ერთმანეთის მეგობარია. კუს ტბის ირგვლივ ყველას საკუთარი ადგილი აქვს ნაპოვნი.

ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აკავშირებს. კუს ტბა მრავალი ისტორიის მომსწრე გამხდარა. რეკრეაციული სივრცე ასეთ ისტორიებს წლების განმავლობაში ინახავდა და ინახავს.

ალბათ თითოეული თქვენგანი ისურვებდა, რომ ასეთ ადგილებში მეტი წესრიგი და სისუფთავე გამეფდებდეს, ანტისანიტარიის ბუდეებად არ იქცეს და სიმწვანეში ჩაკარგული საუკუნის სივრცე, უფრო მიმზიდველი ზონა გახდეს.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობის დაწყება თბილისის მერიამ, ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში დაანონსა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით, აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა – მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლის გამოყენება შემდეგ სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. არჩევნების წინ, პირობა მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ დავუშვებდით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა.

„ქალაქში გვაქვს კუს ტბა და მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებული მდგომარეობა სახარბიელო არაა. ჩვენ, მუნიციპალიტეტმა და თბილისის საკრებულომ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

დედაქალაქის მერის თქმით, ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და დამყარებული უნდა იყო მრავალწლიან კვლევებზე.

„მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე. თავის მხრივ, ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები. შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის. მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე – ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები“, – აღნიშნა მერმა.

კახა კალაძის თქმით, კუს ტბის მიმდებარე არეალის რეკონსტრუქციის პროექტი ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე განიხილება.

„მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად, დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა, რა თქმა უნდა, მფლობელებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს კონცეფცია კუს ტბის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციაზე. აუცილებელი იქნება ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე საკითხის გატანა, მათი რეკომენდაციების მოსმენა-გათვალისწინება და შემდეგ უნდა მოხდეს პროექტის შემუშავება, რომ ქალაქში კიდევ ერთი ძალიან კარგი, განახლებული რეკრეაციული სივრცე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მისი განახლების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამიტომ, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

კუს ტბის მფლობელებმა ტერიტორიის აღდგენა-განვითარების წინადადებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წინა წლის აგვისტოში მიმართეს. გეგმარებითი დავალების დამტკიცების პროცედურა უკვე თითქმის 11 თვეა მიმდინარეობს და კუს ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/განახლებას გულისხმობს.

მესაკუთრეების მიერ წარდგენილ პროექტში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლებიდან კუს ტბის ტერიტორიის განვითარება ქაოსურად ხდება. ტერიტორია დანაწევრებულია და ადგილზე როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები გვხვდება.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?
რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცენტრალური მოედანი, სადაც ამ დროისთვის პარკინგია განთავსებული სრულად გათავისუფლდება და განიხილება, რომ ადგილზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს.

ასევე პროექტის მიხედვით გეგმაშია, მიწისქვეშ კვების ობიექტის მოწყობაც, ხოლო დღეს პარკინგად ქცეული მოედანი საფეხმავლო სივრცედ გადაკეთდება.

ასევე, კუს ტბის მთავარ მოედანზე არსებული თაღებიანი შენობის თავზე იგეგმება ორი ერთსართულიანი კაფე-პავილიონის მოწყობაც. თუმცა დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ არ არის გამორიცხული დღეს არსებული კაფეების დემონტაჟი მოხდეს, იმისთვის, რომ კუს ტბის ხედი თვალსაჩინო იყოს.

არსებული მდგომარეობით ტერიტორიაზე განვითარებულია სატრანსპორტო ზონა 1, სარეკრეაციო ზონა 2 და სატყეო ზონა. ინვესტორი ამ ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ითხოვს. წარმოდგენილი გეგმით, ტერიტორიის მცირე ნაწილს სატრანსპორტო ზონა 1-ის ნაცვლად სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაედება, რომელიც ადგილზე, მათ შორის კვების ობიექტების განვითარებასაც მოიაზრებს.

მათ შორის გეგმაშია ძველი რესტორნის აღდგენაც, რომელიც კუს ტბაზე 1990-იან წლებამდე ფუნქციონირებდა და დღეს მხოლოდ კარკასია დარჩენილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კუს ტბის ტერიტორია 4 ნაწილად დაიწყობა. მათ შორის ერთ-ერთი ზონა იქნება მშვიდი ზონა, სადაც დაგეგმილია ერთდღიანი დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, სადაც იქნება სპა პროცედურები, ასევე მოეწყობა ღია აუზი, დეტოქს კაფე და პლაჟი.

ტერიტორიაზე დაგეგმილია გასართობი სივრცის განვითარებაც, სადაც იქნება სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი და საბავშვო სივრცეები.

რეკრეაციული ზონა დედაქალაქში – იგეგმება თუ არა კუს ტბის რეაბილიტაცია?

კუს ტბის რეკონსტრუქცია/განახლების წინადადება ამ ეტაპზე გეგმარებითი დავალების მომზადების სტადიაზეა, რომელსაც განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება-დამტკიცება მოსდევს. საბოლოო გადაწყვეტილება კი პროექტზე თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.

Kalaki.ge დაუკავშირდა დედაქალაქის მერიის პრესს-სამსახურს, სადაც განვიმარტეს, რომ კუს ტბის რეაბილიტაციის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.