საქართველო უცხოელი დასაქმებულებისთვის, თურქეთის შემდეგ, რეგიონში ყველაზე იაფი ქვეყანაა

კვლევის მიხედვით, უცხოელი სპეციალისტებისთვის 2022 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები: ჰონგ კონგი, სინგაპური და ციურიხი იყო. ჰონგ კონგი ზედიზედ მეორე წელია რეიტინგში ლიდერობს. ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულში ყველაზე მეტი ადგილი შვეიცარიის ქალაქებმა დაიკავა. ციურიხის გარდა ჩამონათვალშია - ჟენევა (მე-4), ბაზელი (მე-5) და ბერნი (მე-7).

საქართველო უცხოელი დასაქმებულებისთვის, თურქეთის შემდეგ, რეგიონში ყველაზე იაფი ქვეყანაა

ეექვსე ადგილზე ნიუ-იორკია, ათეულს კი თელ-ავივი, კოპენჰაგენი და ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი ნასაუ ასრულებს.

საქართველო ემიგრანტებისთვის ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა. კვლევის მიხედვით, ამავე რეიტინგის ოცეულშია თურქეთის 2 ქალაქი – ანკარა და სტამბოლი. სომხეთი უცხოელი დასაქმებულებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგში 141-ე ადგილზეა, ბაქო – 177-ზე.

ემიგრანტებისთვის ყველაზე იაფი ქალაქებს შორის რეიტინგის ავტორებმა დაასახელეს ტაშკენტი, ანკარა, დუშანბე, ბიშკეკი და ჰავანა. ამავდროულად, ისლამაბადი გახდა ყველაზე იაფი სამუშაო ადგილი უცხოელი თანამშრომლებისთვის – მან 227-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის შედგენისას Mercer-ის ექსპერტებმა გაითვალისწინეს დაახლოებით 200 პოზიციის ღირებულება თითოეულ ქალაქში, მათ შორის ქირავნობის, ტრანსპორტის, საკვების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების ფასები. გართობის ღირებულება, ასევე ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის ფასები.