რატომ შემცირდა მშენებლობის ნებართვების რაოდენობა და რატომ მიიღეს ექსპლუატაციაში მილიონზე მეტი ობიექტი?
"საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში გაცემული ნებართვების რაოდენობა წლიურად 0.5%-ით შემცირდა, თუმცა ნებართვაგაცემული სამშენებლო ფართის მოცულობა 25.4%-ით გაიზარდა.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის პირველ ექვს თვეში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5%-ით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4%-ით მეტი).
აქედან ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% ქ. თბილისზე მოდის, 9.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4% – იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული მშენებლობების შესახებ ინფორმაციას, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1 მილიონ 337 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% პროცენტით მეტი) 1 465 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4%-ით მეტი) მიიღეს.