რამდენი სახლი გაიყიდა თბილისში აპრილის თვეში და შემცირდა თუ არა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა
გაზაფხულის დაწყებისთანავე გაზრდილი მოთხოვნა, უძრავი ქონების მიმართულებით ბოლო ორი თვეა, საგრძნობლად შემცირდა.
აპრილში თბილისში 2,705 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა – ამის შესახებ, საინვესტიციო ბანკი Galt & taggart-ი წერს.
მათივე ცნობით, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით, წინა თვესთან შედარებით 25%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გასაყიდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გაყიდული ბინების შემცირებულმა რაოდენობამ მთლიანი ბაზრის თითქმის 17%-იანი შემცირება გამოიწვია და აპრილში 176.4 მლნ დოლარს მიაღწია. მაშინ, როცა მარტში თბილისში თითქმის 225 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა.
Galt & taggart-ის ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში უმეტესად საშუალო ზომის [51-80 m2] საცხოვრებელი გაიყიდა. კერძოდ, გაყიდვების 45% ამ ტიპის საცხოვრებლებზე მოდის, 31% კი – პატარა ზომის სახლებზე[26 – 50m2]. გაყიდვების უმტესობა 18%-ზე მეტი კვლავ საბურთალოს რაიონზე მოდის, რომელსაც მოჰყვება დიდი დიღომი და სამგორი.
შეგახსენებთ, რომ აპრილში გასაქირავებელმა საცხოვრებლმა ფასმა 52%-ს გადააჭარბა.