რამდენი მილიონი დაიხარჯა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მცენარეებისთვის და როგორ შეიცვალა ნაცრისფერი თბილისი
მერიის ინფორმაციით, 2019-2022 წლებში დედაქალაქის გამწვანებისთვის 25.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ოდესღაც მწვანე თბილისი, მძიმე წლებთან ერთად განაცრისფერდა და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ არც რეკრეაციული ზონები და აღარს პარკები იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ აქიქ შემორჩენილ ნახევრად გამხმარ ჭადრის ხეებზე.
2016 წელს გამწვანების პროგრამის შესახებ ინიციატივა იმდროინდელმა მერმა დავით ნარმანიამ გამოთქვა. მაშინ მილიონი ხე დარგეს და ბიუჯეტიდანაც ამდენივე დაიხარჯა, თუმცა ხეების ნაწილი გახმა, ამასთანავე ის რამდენიმე ხეც დედაქალქქის ცენტრალურ უბნებში დაირგო.
თბილისის გამწვანება, ძირფესვიანად 2019 წლიდან იწყება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ყველა ხე მცენარეს დარგვის მერე შესაბამისი კომპანია მონიტორინგს ახორციელებს. დარგვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხმელ ხეებს ისევ ახლით ანაცვლებენ. რეკრეაციული ზონები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო.
2019 წლიდან დღემდე, გამწვანებისთვის დახარჯული თანხები ასე გამოიყურება: 2019 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა – 7 245 196 ლარი. 2020 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა – 4 868 021, 70 ლარი. 2021 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა – 6 393 636, 97 ლარი. 2022 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა – 6 832 180, 90 ლარი. 2023 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯება – 8 478 951, 00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში გამწვანება არ დასრულებულა და წლის ბოლომდე რეკრეაციული ზონის მოწყობა, ყველა უბანშია დაგეგმილი.