რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში იანვრის თვეში და რომელ უბანშია ყველაზე მეტი მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე
თბილისში იანვარში 3068 ბინა გაიყიდა - გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა.-ასეთია Galt&Taggart-ის ახალი მიმოხილვის შედეგები მიმოხილვა.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის იანვარში თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.3%-იანი ზრდაა.მიმოხილვაში საუბარია, რომ ბინების გაყიდვების ზრდა პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით მოხდა. მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5.8%-ით შემცირდა.
2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 47.3%) დაფიქსირდა დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. 2024 წლის იანვარში ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილმა ფასმა 1,266 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიურად 0.5%- იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ყველა უბანში ბინის ფასები კვლავ ორნიშნა წლიური ტემპით გაიზარდა.