რამდენი ბინა გაიყიდა გუდაურში და კვლევას აქვეყნებს „გალთ ენდ თაგარტი“ საკურორტო ზონიდან
გუდაურში ბინების გაყიდვები შემცირდა ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტი“ ავრცელებს. უძრავი ქონების ახალი მიმოხილვის მიხედვით გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა.
„მცირე ზომის ბინებმა (26-50 კვ.მ.) მთლიანი გაყიდვების 73% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.4% – საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1 001 – 1 500).
გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
2024 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად – კვადრატულ მეტრზე 1 420 აშშ დოლარი დარჩა.
გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა,“- ნათქვამია უძრავი ქონების კვლევაში.