ძველ უბნებში ასეულობით ნაგებობა შემოინახა, რომლებიც თითქმის საუკუნისა და ზოგ შემთხვევაში, მეტი ხნისაა. მათგან ბევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა ყველაფერს ისევ ფინანსებთან და არაეფექტურ კანონმდებლობასთან მივყავართ. მხოლოდ სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული ძველი არქიტექტურული პროექტების გაყიდვა და იერსახის შეცვლა ქალაქს სიკეთეს არ მოუტანს. ურბანულ კულტურულ მემკვიდრეობას მოფრთხილება სჭირდება, როგორც ხელისუფლების, ისე ინვესტორებისა და დეველოპერების და მთლიანად საზოგადოების მხრიდან.

არსებობს კი ჩვენთან ამის საზოგადოებრივი შეგნება? ამ თვალსაზრისით არსებითი შემობრუნება მოხდა ევროპაში. ჩვენც როდის ვივლით ამ მიმართულებით?

1844-1854 წლებში, როდესაც თბილისს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მართავდა, სოფელი „კუკია“ თბილისის ნაწილად იქცა. აღმაშენებლის გამზირის მშენებლობაც ამ პერიოდში დაიწყო. თავიდან ქუჩას კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატივსაცემად, „მიხეილის გამზირი“ ერქვა. მიხეილის რაიონში 32 ქუჩა გაიყვანეს, დარგეს ჭადრები და ტროტუარი დააგეს. 1918 წელს მას, რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „პლეხანოვის გამზირი“ დაერქვა,. 1990 წელს კი დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან, საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა შიკრიკთა და მალემსბოლთა მეშვეობით ხორციელდებოდა. ილიასეული გაზეთი „ივერია“ ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფოსტა აახლოებდა ადამიანებს, აცხოველებდა ვაჭრობას და ხალხში განათლება შეჰქონდა.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

საქართველოს ფოსტის შენობა, დავით აღმაშენებლის გამზირი #44 – ადგილი, სადაც წლების მანძილზე თბილისის მთავარი „ფოსტამტი“ იყო მოთავსებული, თავდაპირველად აშენებული იყო, როგორც საცხოვრებელი სახლი. ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცულია 1912 წლით დათარიღებული და მის მიერ ხელმოწერილი “თბილისის მე-9 უბანში, მიხეილის ქუჩის, #42-44-ში ასაშენებელი 3 სართულიანი სარდაფიანი სახლის” ხარჯთაღრიცხვა. აქვე არის მიწერ-მოწერა ჰამბურგის ერთ-ერთ ქარხანასთან, საუბარია შესაბამისი სამშენებლო მასალების დაკვეთა-მიღებაზე და მოხსენიებულია – ა. ოზეროვიც. აღნიშნულია ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით “ერთდროულად გიგზავნით ყველა გეგმას, ფასადებს, ჭრილებს”-ო. გასაგებია, რომ იგულისხმევა ზემოთ უკვე აღნიშნული დავით აღმაშენებლის გამზირზე #44-ში მდებარე საქართველოს ფოსტის შენობა.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

გადმოცემით ცნობილია, რომ ა. ოზეროვი ყოფილა საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი ადამიანი, უფრო სწორად არქიტექტორი, რომელიც არავის პატიობდა, მათ შორის მშენებელ მუშებს მშენებლობის მცირე უზუსტობას, უმნიშვნელო ხარვეზსაც კი. ერთი აგურიც, რომ ყოფილიყო დადებული არა ისე, როგორც საჭირო იყო, ანგრევინებდა და თავიდან აშენებინებდა. ამავე დროს, ოზეროვი ყოველთვის ზრუნავდა მუშების მატერიალურ პირობებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიეთებელი თვისება განსაკუთრებული, პროფესიული პასუხისმგებლობა იყო. გადმოცემითვე, მან კარგად იცოდა გერმანული, ფრანგული, ასევე, ფლობდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტორის პროექტით აგებულ ბევრ შენობას ისტორიული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დღეს კი 100-ზე მეტი წლის წინანდელ შენობაში, Radisson Hotel Group-ის თაოსნობით, პირველი Radisson RED-ი ფუნქციონირებს.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

4-სართულიანი სასტუმრო, სტანდარტულიდან ლუქსის ჩათვლით, 111 ნომერს მოიცავს. ყოველ მათგანში შეხვდებით Radisson RED-ის საფირმო დიზაინს, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ იხილონ: ადგილობრივი მხატვრების ისტორიული თბილისიდან შთაგონებული ნახატების სერია, აივნები უნიკალური თბილისური დიზაინით ე. წ. „შუშაბანდი“, ტრადიციული „იტალიური ეზო“ და სხვა დეკორატიული დეტალები, რომლებიც Radisson RED-ის ხელწერაა, ისევე, როგორც წითელი ტელეფონები.

ასევე, Radisson RED Tbilisi-ს სამი, სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახი აქვს 70-მდე ადამიანისთვის, რომელიც ღონისძიებებისა და კერძო შეხვედრებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ეზო 500 სტუმარს იტევს.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

ახალმა სასტუმრომ ძველებური ნიშაც შეინარჩუნა და Radisson Red-ის ბრენდში გაერთიანებულ ახალ გასტრონომიულ სივრცეს, ძველი სახელწოდება – „ფოსტა“ დაარქვა.

Radisson RED Tbilisi-ის პირველ სართულზე განთავსებულ, Posta Restaurant & Bar-ში ტრადიციული ქართული, აზიური და საერთაშორისო გემოებია წარმოდგენილი.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi
100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

Radisson-ის ბრენდების ოჯახი მსოფლიოს მასშტაბით, 120-ზე მეტ ქვეყანაში შეიძლება მოიძებნოს. ამჟამად კი, 1700-ზე მეტი სასტუმრო ოპერირებს ან გახსნის პროცესშია.

აქვე გეტყვით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. #44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპს „ნევადა“ გამოვლინდა.