მუხიანში “რადიო ქალაქის” ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება, 2023 წელს დასრულდება
2019 წელს დაანონსებული პროექტი, 2023 წელს დასრულდება. მუხიანში ყოფილი "რადიო ქარხნის" ტერიტორიაზე, მალე დასასვენებელი და გასართობი ხვადასხვა სახის მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ადგილზე მოაწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო, საწარმო სივრცე და ა.შ.
პროექტს “აჭარა ჯგუფი” ახორციელებს, მერიის მიერ რადიო ქარხნის საპრივატიზაციო პროექტის ინიცირების შედეგად, ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარების მიზნით, აუქციონის წესით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.