რაჭის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს-რა კეთდება სამგორში

სამგორში რაჭის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე არ არსებობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

რაჭის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს-რა კეთდება სამგორში

ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე გრუნტიანი გზით სარგებლობდნენ, ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.

შეგახსნებებთ, რომ სამგორში მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.