რა ვითარებაა თბილისში, ვერესეს ხეობაში საიდანაც მძიმე წვიმის დროს სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა

ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დედაქალაქის მერმა მოინახულა.

რა ვითარებაა თბილისში, ვერესეს ხეობაში საიდანაც მძიმე წვიმის დროს სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა

აღსანიშნავია, რომ ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების
ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის
სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება.

„აღნიშნული ცხაურები 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ იქნა
დაყენებული. ჩვენ სისტემატურად ვწმენდთ მათ, რომ
ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნას.
აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის მოსვლამდეც
ჩავატარეთ. ბოლო დღეებში, ძლიერი წვიმის დროს,
დედაქალაქში ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თოთქოს
ადიდებული იყო მდინარე ვერე. ჩვენ ვაკვირდებით მდინარის
კალაპოტის ცვლილებას და ვატარებთ შესაბამის
ღონისძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.