რა მოხდა ლაღიძის #12-ში სადაც ძველ შენობას რეკონსტრუქცია უტარდებოდა და რა ბედი ეწია ისტორიულ შენობას?
ვინ არის პასუხისმგებელი ისტორიული შენობის განადგურებაზე? ახლა ეს მთავარი კითხვა აქვს მოსახლეობას როგორც შესაბამის უწყებებთან ასევე ინვესტორთან.
kalaki.ge-ს ინფორმაციით ლაღიძის #12 ნომერში არსებული ისტორიული შენობის რეკონსტრუქციის უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ იყო გაცემული. რაც შენობის იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც ირკვევა სამუშაოები შეთანხმების დარღვევით განხორციელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლელვა და შესაბამისი სამსახურები მიიღებენ გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების, დაჯარიმების თუ სხვა ზომების შესახებ.
ფაქტია, რომ ისტორიულ შენობას პირვლანდელი სახე აღარ აქვს, მეტიც კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი აღდგენა.
რაც შეეხება მოსახლეობას, ადგილობრივები ფაქტზე ვინმეს ბრალეულობის გამოვლენას ირონიით უყურებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ძველ შენობას სავარაუდოდ აღარ აღადგენენ.