ქალები საქართველოში ქონების 34.4%-ს ფლობენ, საჯარო რეესტრი 2024 წლის მონაცემებს აქვეყნებს
საჯარო რეესტრის 2024 წლის მონაცემებით ქალები საქართველოში ქონების 34.4%-ს ფლობენ. მათი რაოდენობა 1 096 280 ერთეულს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, 1 487 569 ერთეულ უძრავ ქონებას ფლობენ მამაკაცები, ანუ 46.7%. რაც შეეხება თანამესაკუთრეებს, მათი რაოდენობა 601 524-ს შეადგენს და მთლიანი ქონებების 18.88%-ია.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, წელს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით 1 196 277 განაცხადი დაფიქსირდა, გასული წლის 12 თვის განმავლობაში კი 1 357 428 განაცხადი.