რა ხდება სამგორის მეტროში საიდან სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება
თბილისის თითქმის ყველა მეტრო სადგური რეაბილიტაციას ექვემდებარება, ზოგან საკითხი მწვავედ დგას, მაგალითან ვარკეთილის მეტროში ჩასვლა ერთი თავგადასავალია, რადგან ვიზუალურად საკმაოდ საშიშად გამოიყურება. ამჯერად ფოტო რომელიც სამგორის მეტროშია გადაღებული, ჭერის დაზიანებაზე მიანიშნებს, რამაც შესაძლოა მგზავრებს დიდი საფრთხე შეუქმნას.

ფოტოს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დაზიანება თანდათან მატულობს.საფრთხე რომ თვალსაჩინოა, ეს ფოტოზეც ჩანს, თუმცა როდემდე იქნება ასე არავინ იცის.