რა იგეგმება ვაკის პარკში სადაც სასტუმრო “ბუდაპეშტი” უნდა აშენებულიყო
თბილისში, "ვაკის პარკში" სადაც სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა იგეგმებოდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეკრეაციული სივრცის 2500 კვ.მ-ზე მინდორი, ხოლო 500 კვ.მ-ზე საბავშვო სივრცე მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ “ვაკის პარკში”, სასტუმრო ბუდაპეშტის” მშენებლობა იყო დაგეგმილი, რასაც დედაქალაქელები აპროტესტებდნენ.