TBC Capital – თბილისში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1 202 დოლარია

თბილისში ბინების გასაყიდი ფასი ბოლო რამდენიმე თვეა არასტაბილურია. ხშირად ვრცელდება კვლევები, რომელთა მონაცემები წინა თვეებთან შედარებით მუდმივად იცვლება. TBC Capital-ი აპრილის თვის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1 202 დოლარია.

TBC Capital –    თბილისში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1 202 დოლარია

ჯამში კი დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის აპრილში თბილისში 3 193 ტრანზაქცია განხორცილდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს მან წლიურად 3%-თ მოიმატა.

„გასაქირავებელმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 12.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, მოცულობამ 254 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 28%-ით გაიზარდა,“- ნათქვამია კვლევაში.