როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში – tbccapital-ის კვლევის თანახმად დედაქალაქში ძველი საცხოვრებლები ახალზე ძვირად გაიყიდა

დედაქალაქში უძრავ ქონებაზე ფასები მუდმივად იცვლება, თითქმის ყოველ თვე ახალი კვლევა ქვეყნდება სადაც, მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე მუდმივად ცვალებადია. ამჯერად tbccapital-ი აპრილის თვის კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა და 679 შეადგინა.

როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში – tbccapital-ის კვლევის თანახმად დედაქალაქში ძველი საცხოვრებლები ახალზე ძვირად გაიყიდა

დოკუმენტის თანახმად საანგარიშო პერიოდში გაზრდილია გაყიდული ძველი ბინების რაოდენობაც. კერძოდ, წლიურად 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და გაყიდულია 2 514 ბინა.

მნიშვნელოვანია, რომ საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაზრდილია, როგორც ძველ ბინებზე (3.8%ით) ასევე ახლებზე (3.4%-ით). ხოლო თვიურად საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის გაიზარდა 3.6%-ით, ძველი ბინებისთვის კი შემცირდა 0.2%ით.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ძველი ბინები საანგარიშო პერიოდში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ახალი. კერძოდ ახალ ბინებში 1 კვ.მ-ის ფასი 1039 დოლარს შეადგენდა, ხოლო ძველის – 1244 დოლარს.