რა ღირს თბილისში კერძო სახლი და რა ფასად იყიდით დედაქალაქის უბნების მიხედვით კვადრატულ მეტრს
თბილისში კერძო სახლებზე ფასის ზრდა ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიამდე დაიწყო, ბოლო 5 წელში ფასებმა კერძო საცხოვრებლებმა კოლოსალურად მოიმატა. ექსპერტთა ნაწილი ბაზრის ასეთ არამდგრადობას, კერ კოვიდ პანდემიას ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებდნენ, თუმცა ფაქტია, მომატებული ფასები ნიშნულს არ დაუბრუნდა, პირიქით, კვადრატულ მეტრზე ფასები ყოველ კვარტალში იმატებს. "საქასტატის" ახალი კვლევის თანახმად ყველაზე ძვირი კერძო სახლის ფასი დედაქალაქის ძველ ნაწილში მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი გლდანშია.
უწყების ცნობით აღნიშნული კვლევა, მხოლოდ თბილისს მოიცავს და საუბარია ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, კერძო სახლების სეგმენტზე. რაც შეეხება, ფასის ზრდას, დოკუმენტის თანახმად, კერძო სახლების სეგმენტში ზრდა 4.6 პროცენტით ფიქსირდება.
2024 წლის მე-2 კვარტალში ახალაშენებული კერძო სახლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:
მთაწმინდა – 4 423 ლარი;
დიდუბე – 3 583 ლარი;
ვაკე – 3 375 ლარი;
საბურთალო – 3 118 ლარი;
კრწანისი – 3 045 ლარი;
ჩუღურეთი – 2 797 ლარი;
ისანი – 2 737 ლარი;
ნაძალადევი – 2 442 ლარი;
სამგორი – 2 374 ლარი;
გლდანი – 2 290 ლარი.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზემოთაღნიშნული ფასები წარმოადგენს გასაყიდ ე.წ. შეთავაზების ფასს.