რა ღირს თბილისის უბნებში ბინები და კერძო სახლები – დედაქალაქის რომელ უბანში იყიდით ყველაზე ძვირად და ყველაზე იაფად საცხოვრებელს

რა ღირს თბილისში საცხოვრებელი სახლის 1მ2 და რამდენად განსხვავდება ფასები უბნების მიხედვით - სად ღირს ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი სახლი? - ამ მთავარ კითხვებზე პასუხად "საქსტატის ახალი მონაცემები გამოდგება, რომელიც 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებს უბნების მიხედვით ასახავს.

რა ღირს თბილისის უბნებში ბინები და კერძო სახლები – დედაქალაქის რომელ უბანში იყიდით ყველაზე ძვირად და ყველაზე იაფად საცხოვრებელს

კვლევის მიხედვით, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსი 4.8 პროცენტით გაიზარდა.

უბნების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად განაწილდა:

მთაწმინდა – 5 737 ლარი;
ვაკე – 5 247 ლარი;
საბურთალო – 4 037 ლარი;
კრწანისი – 3 635 ლარი;
ჩუღურეთი – 3 960 ლარი;
დიდუბე – 3 648 ლარი;
ნაძალადევი – 3 581 ლარი;
ისანი – 3 449 ლარი;
გლდანი – 3 425 ლარი;
სამგორი – 3 232 ლარი.

კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით ასეთია:

მთაწმინდა – 4 423 ლარი;
ვაკე – 3 375 ლარი;
საბურთალო – 3 118 ლარი;
დიდუბე – 3 583 ლარი;
ჩუღურეთი – 2 797 ლარი;
კრწანისი – 3 045 ლარი;
ისანი – 2 737 ლარი;
ნაძალადევი – 2 442 ლარი;
სამგორი – 2 374 ლარი;
გლდანი – 2 290 ლარი.