რა ღირს ბინები თბილისის უბნებში- წლიურად ფასები 9.3%-ით გაიზარდა
მათივე ცნობით 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 პროცენტი). 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.
საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ბინების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:
ვაკე – 4 201 ლარი;
საბურთალო – 3 344 ლარი;
მთაწმინდა – 4 919 ლარი;
ჩუღურეთი – 3 257 ლარი;
კრწანისი – 3 175 ლარი;
დიდუბე – 3 004 ლარი;
ისანი – 2 856 ლარი;
სამგორი – 2 647 ლარი;
გლდანი – 2 788 ლარი;