რა ღირს ბათუმში ერთი დღით საცხოვრებელი-Airbn—ის მონაცემები, რომელიც საკურორტო ქალაქში ქირის ფასებს ეხება
2024 წლის იანვრის მონაცემებით, Airbnb-ზე ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 4 668 საცხოვრებელი სახლია განთავსებული. დღიური ქირის საშუალო ფასი, ერთი წლის მონაცემებით, 42 დოლარს შეადგენს. განთავსებული განცხადებებიდან ყველაზე მეტი 2 218-დან ერთ-საძინებლიანი სახლია, ხოლო ყველაზე ცოტა, ხუთ-საძინებლიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 668 განცხადებიდან, 628 სასტუმროებზე და private room-ებზე მოდის.
ბათუმში 2024 წლის იანვარში ბინების დღიური ქირის ფასი, Airbnb-ს სტატისტიკით, 39 დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით, 4 დოლარით მეტია.
განთავსებული განცხადებებიდან ყველაზე მეტი 2 218 მათგანი ერთ-საძინებლიანი სახლია, ხოლო ყველაზე ცოტა, ხუთ-საძინებლიანი. 4 668 განცხადებიდან, 628 სასტუმროებზე და private room-ებზე მოდის.
გასული ერთი წლის განმავლობაში, დღიური ქირის ფასი ყველაზე მეტი ივლის-აგვისტოში იყო და იგი 48-49 დოლარს შეადგენდა. ხოლო აგვისტოს შემდეგ, როდესაც უკვე ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულებისკენ წავიდა, დღიური ქირის ფასი თითქმის 10 დოლარით დაეცა.
შეგახსენებთ, რომ Airbnb-ზე, მოგზაურებს შეუძლიათ მოიძიონ ნებისმიერი სახის და მოცულობის საცხოვრებელი სახლები უცხოეთში, სადაც მოგზაურობის დროს დარჩებიან. საიტზე განთავსებული განცხადებები 191 ქვეყანასა და ასობით ქალაქს მოიცავს.