რა ღირს ბათუმში ახალი და ძველი ბინები
"კოლიერსი" ახალ კვლევას აქვეყნებს.
2023 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით, 1 133 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით 50 მილიონ აშშ დოლარამდე არის შემცირებული.
„ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის აპრილში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 42%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 28% და 27%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით, 690 აშშ დოლარამდე გაიზარდა,”- აღნიშნულია კვლევაში.