რა ღირს აუზით სარგებლობა ერთჯერადად თბილისსა და შემოგარენში და რის მიხედვით გასხვავდება ფასები
უნდა ითქვას, რომ წინა წლებში თითქმის ყველა ღია აუზი თბილისში სტუმარს ვერ იტევდა. თუმცა როგორც წინა წლებში, სავარაუდოთ წელსაც თბილისის შემოგარენი განსაკუთრებულად აქტუალური იქნება.
მომსახურების სერვისებიდან, ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთჯერადი სარგებლობის ფასი 15 ლარიდან იწყება და 80-100 ლარამდეც კი ადის. თუმცა სამუშაო დღეებში შაბათ-კვირასთან შედარებით, ყველგან შედარებით ნაკლები თანხა ღირს.
“ჯინოში” სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) სრული დღე 69 ლარი ღირს, 17:00 საათიდან – 49 ლარი. შაბათ-კვირას კი მთლიანი დღის საფასური 79 ლარია, 17:00 საათიდან – 59 ლარი.
თეთრი ტბის აუზით (გლდანში) სარგებლობა მომხმარებელს 15 ლარადაც შეუძლია.
“თბილისის ზღვის კლუბში” ფასები სამუშაო კვირის დღეებში 35 ლარია, ხოლო შაბათ კვირას 40 ლარი.
“ვაკის საცურაო აუზით” ერჯერადად სარგებლობა 80 ლარს ღირს.
“ვილა მოსავალში” (ნატახტარში) ორშაბათი-პარასკევი აუზის ღირებულება 50 ლარია, შაბათ-კვირას – 80 ლარი. მომსახურებაში შედის პირსახოცის, შეზლონგის, ცხელი ჯაკუზის მომსახურება და ორი ტიპის საუნა.
ბაზალეთზე აუზით სარგებლობა საშუალოდ ორშაბათი-პარასკევი – 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 35 ლარი ჯდება.
ნატახტარში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსის „ემოცია“ აუზის სერვისი კვირის სამუშაო დღეებში 40 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ წელს, ინფლაციის ფონზე საცურაო აუზების ნაწილი ვიზიტებს აძვირებს. სპორტკომპლექს “ნეპტუნში” აცხადებენ, რომ აბონიმენტების ფასები მათთან დაახლოებით 13%-ით გაიზარდა. აბონიმენტი თუ 350 ლარი ღირდა, ახლა 420 ლარი ღირს. 12-ვიზიტიანი აბონიმენტის ფასი კი, 300 ლარის ნაცვლად 370 ლარია.
საგულისხმოა, რომ ყველა საცურაო აუზზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რასაც მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა, თბილისელები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ფასები არაადეკვატურადაა გაზრდილი.