რა ღირს 1 ცალი ხინკალი ქართულ რესტორნებში
მისი ღირებულება, სხვა კერძების მსგავსად შეიცვალა და ფასი ყოველ წელს ემატება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მისი ფასი სხვადასხვა რესტორნებში სხვადასხვაგვარია.
![რა ღირს 1 ცალი ხინკალი ქართულ რესტორნებში](https://kalaki.ge/wp-content/uploads/2023/06/khinkali-1.jpg)
ხინკალ ჰაბი – აქ ყველა სახეობის ხინკლის ფასი 1.5 ლარია.
კლიკეს ხინკალი – როგორც საფირმო, ასევე ქალაქური ხინკალი 1.6 ლარი ღირს. იგივე ფასი აქვს ხინკალს რესტორან „ფასანაურში“ კი 1.6 ლარი ღირს.
შედარებით ძვირია ხინკალი „ხინკლის ფაბრიკაში“ და კაფე „დაფნაში“- აქ 1 ცალი ხინკლის ფასი 1.8 ლარია.
ყველაზე ძვირი ხინკალი „რესპუბლიკა 24-ში“ აღმოჩნდა, აქ ულუფა, რომელიც 6 ცალ ხინკალს შეიცავს 15 ლარი ღირს, შესაბამისად 1 ცალი ხინკლის ფასი 2.5 ლარი გამოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის შემოგარენში, ხინკლის ფასი თბილისთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.