რა დაგიჯდებათ ხმაური-აკუსტიკური ხმაურის გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
საქართველოს პარლამენტმა ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუკი კანონდარღვევა კვლავ განმეორდა, ფიზიკურ პირებს ჯარიმიის სახით 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის ან მეწარმის შემთხვევაში 5 000 ლარის გადახდა დაეკისრება.
რაც შეეხება მესამე და შემდეგ განმეორებით ქმედებას, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ ჯარიმების გაზრდის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით მაღალი მომართვიანობაა.