რა ბედი ელის თბილისურ აბანოებს-დედაქალაქის დიდი ისტორია მთავრდება?
თბილისელების ემოციური წერილები რომელიც, საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი აბანოს დახურვის საშიშროებას უკავშირდება. kalaki.ge-მ გაარკვია რა ხდება აბანოების ირგვლივ ატეხილ აჟიორაჟზე და იხურება თუ არა დედაქალაქელებისთვის უდიდესი ტრადიციის მატარებელი აბანო?
ჭრელი აბანოები და თბილისური ბოჰემა, ის რაც დედაქალაქის კულტურისა და ისტორიის განუყრელი ნაწილია და რაც თბილისს კიდევ უფრო ჰუმანურ ქალაქს ხდიდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა ერის თანაცხოვრების შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა.
თბილისური აბანო აერთიანებდა დედაქალაქში მცხოვრებ სხავადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ადამიანებ და ეს იყო ყველასთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც გამოყვანილი თხელი ჭიქებით მიირთმევდნენ ჩაის და ბუნებრივი წყლის მაგიური ძალით კიდევ უფრო ჯანმრთელები და სიცოცხლით სავსე უბრუნდებოდნენ ყოველდღიურობას. ძველათ უცხოურ პერასაში, ხშირად იწერებოდა თბილისური აბანოების მაგიურობაზე და იმაზე, რომ სწორედ ის იყო ქართველების ხანგძლივი ცხოვრების ელექსირი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ თბილისურ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე, რაც დედაქალაქს სულ სხვაგვარ აურას სძენდა.
ამ მშვენიერ ისტორიასა და კულტურულ მატერიალურ თუ არა მატერიალურ მემკვიდრეობას დასასრული ელოდება? ამ კითხვამ დღეს თბილისელები ააღელვა. ჩვენ სოციალურ ქსელში, არა ერთი წერილი წავიკითხეთ ამიტომ ამბის გადასამოწმებლად, თბილისის მკვიდრს ალექსანდრა რაქვიაშვილს მივმართეთ, რომელმაც თბილისური აბანოების შესახებ ემოსიური პოსტი გაავრცელა, თუმცა ჩვენი კითხვის საპასუხოდ არანაკლებ ემოციური პასუხი მივითეთ რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მე თვითონ მთელი ცხოვრება დავდივარ გოგირდის აბანოში, როგორც კი ეს ინფორმაცია წავიკითხე, მირზოევის აბანოში მექისე ციალას დავურეკე და ვიკითხე, სიმართლეა თუ არა და ჯერ არ ვიცითო, აქ ყველა გაგიჟებას არისო.
თბილისელებისთვის ძალიან დიდი ღირებულება აქვს გოგირდის აბანოს,ეს ერთგვარი რიტუალია, არაფერი რომ აღარ ვთქვათ იმაზე, რომ გოგირდის წყალი და მთელი პროცედურები ძალიან სასარგებლოა კანისთვის და ორგანიზმისთვის.
თვითონ იქაური ატმოსფერო ერთადერთი ადგილია, რომელიც გაჟღენთილია იმ ძველი თბილისის სულით რაც იყო სეიდაბადში.
იქ მუშაობენ სხვადასხვა ეროვნების ხალხი, აზერბაიჯანელები ძირითადად, რომლების 4 თუ 5 ენას ფლობენ – ქართულს, აზერბაიჯანულს, რუსულს, სომხურს, ზოგი ქურთულს და აისორულს.
ქალები მოდიან, ბანაობენ, იტარებენ სხვადასხვა პროცედურებს – ქისა, მასაჟი, აუზში ჩაწოლა, მერე ურთიერთობენ და არავის არსად ეჩქარება.
ახლა ამას თუ გააუქმებენ – ეს ყველაფერი დაიკარგება, მთელი ეს რიტუალი და ურთიერთობა.
ნომერი რა არის? – შეხვედი მარტო, უცენ იბანავე და 1 საათში ისტერიულად გიკაკუნებენ კარზე. შენც სწრაფად იცვამ და გამორბიხარ.
ამიტომ ვერაფერი შეედრება საერთო აბანოს. ჩემს ბავშვობაში, ამასთან ჩაისაც სვამდნენ საერთო აბანოში ე.წ. რვიანებიდან.
ბებიას დავყავდი საერთო ჭრელ აბანოში, ბავშვობაში, აბანოს მერე ჩაის ვსვამდით, ძალიან მაგარი იყო. მე 1984 წელს დავიბადე, ახლა 39 წლის ვარ.
პროცედურებს რაც შეეხება, აბანოში რომ შედიხარ, ჯერ ასე ვთქვათ კარგად უნდა დალბე. ანუ, უბრალოდ შეხვიდე და წყალი გადაივლო არა, უნდა დადგე ცხელი ცყლის ქვეშ ან აუზში ჩაწვე და კარგად “დალბე”. ამის შემდეგ მექისე მოდის და ქისით გწმენდს, ფაქტობრივად კანს გაძრობს. და 1 ფენას კი არა, შეუძლია 2-3 ფენა მოხსნას. ეს არის ჩვენი თბილისური, ძველებური პილინგი, ახლა რომ პილინგზე დარბიან და კანის გაახალგაზრდავებაზე, ეგენი სად იყვნენ, როცა ჩვენთან უკვე საუკუნეები არსებობდა ეს პროცედურა. ამის შემდეგ ისეთი გამოდიხარ აბანოდან, თითქოს გუშინ დაიბადე.
ჰოდა აი ახლა მითხარით, 1 საათში რა უნდა მოასწროს ადამიანმა, თუკი ნომრებად გადააქცევენ ამ ყველაფერს? თან ნომერში არც სივრცე არაა და არც ურთიერთობა.
მამაკაცების საერთოში რათქმაუნდა არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძმაკაცს მოყოლილი აქვს იქაც მიდის ურთიერთობა! ოღონდ კაცები ლუდებს ყიდულობენ და ისე შედიან საერთოში, მერე იქ აუზში ისვენებენ და ლუდს სვამენ, მერე ისინიც მამაკაც-მექისეს ეძახიან და საბოლოოდ დასვენებულები გამოდიან იქიდან.
ასე ისვენებენ აუზში და ბჭობენ რაღაც-რაღაცეებზე.
მოკლედ კარგია რა, ვინც არაა რამდენიმე ჯერ მაინც ნამყოფი – იმან არ იცის ამის ფასი და ვერც გაიგებს.
ისტორიული ღირებულება კი ისაა, რომ იქ – საერთო აბანოში, ეროვნებას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ მართლა. ისეთი ატმოსფეროა, ურთიერთობაა.
მე ქართველი ვარ დედითაც და მამითაც, მეოთხე თაობა ვარ თბილისელი
იქ აბანოში არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური დებატები. არ მახსოვს მსგავსი რამ.”- გვიყვება ალექსანდა რაქვიაშვილი.
არის თუ არა ეს თბილისური ურთიერთობების დასასრული და რა ბედი ელის საერთო აბანოს? ამ დეტალებს kalaki.ge- შესაბამის უწყებებში გადაამოწმებს.