თბილისის რომელ ქუჩაზეა ყველაზე უცნაური შუქნიშანი?
სახალისო ფოტო, რომელიც ჩვენმა მკითხველმა გამოგვიგზავნა, თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზეა გადაღებული. ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით ამოყირავებულ ადამიანის ფიგურას აღმოაჩენთ, რომელის იდეასაც მალევე ჩასწვდებით თუმცა სანამ გზაზე გადახვალთ, ეს ნიშანი ნამდვილად გაგახალისებთ.
როგორ გამორჩა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს დამონტაჟებისას ან უკვე დამონტაჟებული შუქნიშნის ამოყირავებული ფიგურა არავინ იცის, ალბათ ჯერ არ შეუნიშნავთ. როგორც გვწერენ შუქნიშანი საკმაოდ დიდი ხანია ასე ფუნქციონირებს.
საინტერესოა, კიდევ სად გეგულებათ უცნაური შუქნიშანი დედაქლქში?