სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 100 ყველაზე მომგებიან კომპანიას შორის მეორმოცე ადგილს იკავებს
ბიზნეს-გამოცემა „Forbes“-მა საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგი წარმოადგინა
ბიზნეს-გამოცემა „Forbes“-მა საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგი წარმოადგინა, რომელიც კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე შედგა. კომპანიები დაჯგუფებულია მათი შემოსავლების მიხედვით.
რეიტინგში დომინირებენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან. „Forbes”–ის განმარტებით, სიაში არ არიან შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები, რომელთა ანგარიშს ბიზნეს-გამოცემა განცალკევებული სახით ამზადებს.
სიის მიხედვით, 100 ყველაზე შემოსავლიან კომპანიას შორის მე-40-ე ადგილს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ანაგი“ იკავებს, რომლის შემოსავალმაც 2021 წელს 254 268 000 ლარი შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებლის მიხედვით კი კომპანიის შემოსავალმა 355 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. კომპანია სამშენებლო სექტორში 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ახალი მიმართულებით „ანაგი დეველოპმენტის“ სახელით განაგრძობს განვითარებას.
„ანაგი” საცხოვრებელი, კომერციული, სპორტული და ინდუსტრიული დანიშნულების უძრავ ქონებას აშენებს. კომპანიის პროექტებს შორისაა “აჭარაბეთ არენა” ბათუმში, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი, სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”, სასტუმრო “პარაგრაფ თბილისი”, სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”, “ჰილტონ ბათუმი”, “თბილისი გარდენსი”, ასევე “არქის”, “m2”-ისა და სხვა წამყვანი დეველოპერების პროექტები.
კომპანიის მიერ აშენებულ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში შეხვდებით. რამდენად გამოსდით მათ შექმნან საუკეთესო საცხოვრებელი გარემო, მაღალხარისხიანი პროექტები და გამორჩეული კონცეფცია? ამას კომპანიის მრავალ მშენებლობათა შორის, მიმდინარე და დასრულებული სამი მშენებლობის მაგალითზე განვიხილავთ.
Villa Ambassadori
ახალი პროექტი, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლიათ ქალაქის აურზაურისაგან მოშორებით დაისვენოთ. თბილისიდან 40 წუთის სავალზე წარმოდგენილი „ვილები“, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს.
თვალწარმტაცი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და ღვინის ქარხნების წყალობით კაჭრეთი საკმაოდ მოთხოვნადია ტურისტებში. ვილების მდებარეობა საშუალებას იძლევა დატკბეთ თუშეთის მთებისა და კახეთის ვენახების ხედებით. კომპლექსი ცნობილი სასტუმრო კომპლექსის „ამბასადორი კაჭრეთის“ ნაწილია. კომპლექსი მდებარეობს მუკუზანის, რქაწითელისა და საფერავის ვენახებს შორის და შედგება 27 შენობისაგან, რომელშიც 46 ბინაა განთავსებული. მშენებარე კომპანია მყიდველებს ვილების 1-სართულიან და 2-სართულიან ვარიანტებს სთავაზობს.
ფასადისთვის გამოყენებულია სხვადასხვა მასალა, მათ შორის ხის ნაწილები და ნატურალური კერამიკული ფილები. ვილებს აქვს პანორამული ფანჯრები.
საცხოვრებელ კომპლექსში ჯამში 45 ვილაა წარმოდგენილი, 2-, 3- და 4-ოთახიანი განლაგებით. ვილების ფართობი 141,99-დან 300,15 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს, ხოლო ჭერის სიმაღლე 3,3 მეტრია.
ვილა მყიდველებს „თეთრი კარკასის” კონდიციით ან სრული რემონტით ბარდებათ. „Villa Ambassadori“-ში წარმოდგენილი ვილების კვ.მ-ის ფასი 1 850 დოლარიდან იწყება.
Park Home Saburtalo
„პარკ ჰოუმ საბურთალო“-ს საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო მოედანი თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაზაფულის ქ. 4-ში მდებარეობს. ხმაურიანი მაგისტრალებიდან დაშორება, სამრეწველო საწარმოების არარსებობა და გამწვანებული სივრცე, ტერიტორიას კომფორტულს ხდის. კომპლექსის სამშენებლო ფართი 37400 m2-ს მოიცავს.
27-სართულიანი ახალი შენობა, მონოლითური კარკასის მშენებლობის ტექნოლოგიითაა აშენებული. სახლი შექმნილია თანამედროვე არქიტექტურულ სტილში. საცხოვრებელი კომპლექსი არის ცალკეული კუთხის შენობა, ვიზუალურად კი დაყოფილი ორ ნაწილად. ფასადებს აქვს შავ ჩარჩოში ჩასმული ვიტრაჟები და ღია აივნები, რომლებიც მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ქვის ფილებით.
კომპლექსის ფართო რეკრეაციული ზონა მოიცავს ბაღს გამწვანებით, სასეირნო და დასვენების ადგილებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. პროექტი ითვალისწინებს საკუთარი კომერციული ფართის შექმნას, სადაც განთავსდება რესტორანი, კაფე, სუპერმარკეტი, ფიტნეს ცენტრი, ერთობლივი სამუშაო სივრცე, 25-მეტრიანი საცურაო აუზი და საბავშვო აუზი.
„Park Home Saburtalo“-ში წარმოდგენილია 1, 2, 3, 4-ოთახიანი, 40–304,6 კვადრატული მეტრის ფათები, რომელთა ჭერის სიმაღლე 3 მეტრია. ბინებს აქვს ფუნქციონალური დაგეგმარების გადაწყვეტილებები, რეგულარული გეომეტრიული ფორმის ოთახებით. არსებულ კომპლექსში წარმოდგენილი ბინების კვადრატული მეტრის ფასი 2 150 დოლარიდან იწყება.
Green Cape Botanico
საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რომელიც ჩაფლულია სიმწვანეში. ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან არსებული კომპლექსი 7 ჰექტარ ფართობზე, ზღვის პანორამული ხედის მქონე აპარტამენტებს მოიცავს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ბუნების ხელუხლებელი სრულყოფილების შესანარჩუნება და დაცვა.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი, 7-სართულიანი შენობისგან, რომლებიც შექმნილია თანამედროვე სტილში, ადგილობრივი კლიმატის მდებარეობისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.
პროექტის მთავარი გამორჩეული თავისებურებაა სამი ფასადის შემინული კედლები. ასეთი ვიტრაჟები და დიდი ღია ტერასები მინის მოაჯირებით ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.
80-ბინიანი საცხოვრებელი ფართები 42-დან 150 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,63-დან 2,88 მ-მდე მერყეობს. თითოეულ ბინას აქვს 1,3-დან 2 მეტრამდე სიგრძის ტერასა ხის იატაკით.